18.04.2024 | 23:06
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქეთის შს მინისტრი აშშ-ის ელჩს: "შორს თქვენი ბინძური ხელები თურქეთისგან - აშშ-ის ყველა ელჩი, როგორც კი აქ ჩამოდის, ცდილობს გაერკვეს, როგორ შეიძლება გადატრიალების მოწყობა"

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ ქვეყანაში აშშ-ის ელჩს, ჯეფრი ფლეიკს მიმართა და მოუწოდა, "შორს ჰქონდეს ბინძური ხელები თურქეთისგან". ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

"აშშ-ის ყველა ელჩი, როგორც კი ჩამოდის თურქეთში, ცდილობს გაერკვეს, როგორ შეიძლება თურქეთში გადატრიალების მოწყობა. ეს თურქეთისთვის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურებაა. ისინი აწყობენ ელჩების შეხვედრებს და ცდილობენ, სხვა ქვეყნების ელჩებს რჩევები მისცენ. ამავეს აკეთებენ ევროპის ქვეყნებში, ევროპას აშშ-ის საელჩოები მართავენ. მივმართავ ელჩ ჯეფრი ფლეიკს: ვიცი, რომელ ჟურნალისტებთან გაქვთ ურთიერთობა. შორს თქვენი ბინძური ხელები თურქეთისგან. ყველაფერი ნათელია, მე კარგად ვიცი, რას აკეთებთ და რა ნაბიჯებს დგამთ", - განაცხადა სულეიმან სოილუმ.

მანამდე აშშ-ის საელჩომ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე სტამბოლში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების გამო. მოგვიანებით, აშშ-ის საელჩოს გაფრთხილების საფუძველზე, ანალოგიური განცხადებები სხვა დასავლური ქვეყნების საელჩოებმაც გაავრცელეს.

დღის გადაცემები