13.12.2024 | 02:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ალეკო ელისაშვილი: "ქართული ოცნება" სამართლიანობის აღდგენის იდეით და ლოზუნგით მოვიდა და ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო და დამნაშავე ხალხი დაგვასვეს თავზე"

"ქართული ოცნება" სამართლიანობის აღდგენის იდეით და ლოზუნგით მოვიდა და ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო და დამნაშავე ხალხი დაგვასვეს თავზე, - ამ სიტყვებით პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრებად დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ფაქტი კლანური მმართველობის მკაფიო დასტურია.

"ეს არის კლანური მმართველობის მკაფიო დასტური და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი ,,ქართული ოცნების“ ამ 10 წლის განმავლობაში, რომ ქართულ სასამართლოს ყველაზე სახელგატეხილი ადამიანები დაასვეს თავზე და წაახალისეს. მე, მაგალითად, რის გამოც წინა ხელისუფლებას ოდესღაც გაშმაგებული ვაკრიტიკებდი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რაც ხდებოდა სასამართლოში. მაშინ ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი ადამიანი ჩემთვის იყო ლევან მურუსიძე, რომელმაც სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და ამან მერე სტრასბურგის სასამართლოც კი აღაშფოთა. 10 წლის წინ ნამდვილად მჯეროდა, რომ ასეთ ადამიანებს ფეხს მოუკვეთავდნენ სასამართლოდან, მაგრამ ამის ნაცვლად ,,ქართულმა ოცნებამ“ თავზე დაგვასვა ეს ხალხი. "ქართულ ოცნებასთან" ჩემი დაპირისპირების და მათთან გაუცხოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს არის. სამართლიანობის აღდგენის იდეით და ლოზუნგით მოვიდნენ და ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო და დამნაშავე ხალხი დაგვასვეს თავზე. ეს არის დასტური ჩვენი ყველას შეურაცხყოფის და სასამართლოს არარსებობის", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის გადაცემები