13.12.2024 | 03:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო გაზის მოხმარების შემცირების შესახებ ევროკომისიის გეგმას ეწინააღმდეგება

ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო გაზის მოხმარების შემცირების შესახებ ევროკომისიის გეგმას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 20 ივლისს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე 27 წევრი სახელმწიფოდან, სულ მცირე, 12-მა შეშფოთება გამოთქვა ევროკომისიის გეგმასთან დაკავშირებით.

დაპირისპირების მთავარი საგანია, უნდა ჰქონდეს თუ არა ევროკავშირს უფლებამოსილება, სავალდებულო გახადოს გაზის მოხმარების შემცირება. დანია, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი და პორტუგალია იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც განაცხადეს, რომ ბრიუსელს არ უნდა შეეძლოს ამის გაკეთება.

20 ივლისს, ევროკომისია წინადადებით გამოვიდა, მომავალ გაზაფხულამდე ევროპაში გაზის მოხმარება 15%-ით შემცირდეს. ახალი რეგულაცია ასევე მისცემს ევროკომისიას შესაძლებლობას, წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციის შემდეგ, გამოაცხადოს გაფრთხილება მიწოდების უსაფრთხოების შესახებ, რაც გაზის მოთხოვნის სავალდებულო შემცირებას გულისხმობს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის.

დღის გადაცემები