13.12.2024 | 02:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ერდოღანი: "თურქეთში მიწისძვრის შედეგად 912 ადამიანი დაიღუპა და 5385 დაშავდა"

თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად 912 ადამიანი დაიღუპა და 5385 დაიჭრა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, ინფორმაციას "ანადოლუ" ავრცელებს. 

 მისივე ინფორმაციით, ნანგრევებიდან 2470 ადამიანი გადაარჩინეს, საერთო ჯამში 2818 შენობაა დანგრეული.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მისმა ქვეყანამ უკვე მიიღო დახმარების შეთავაზება. ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების გარდა, თურქეთს დახმარება 45-მა სახელმწიფო შესთავაზა. 

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

6 თებერვლის  მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 912 ადამიანი დაიღუპა და 5385-ზე მეტი დაშავდა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.

დღის გადაცემები