13.12.2024 | 02:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თურქეთის რესპუბლიკის საელჩო - თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

"ქაჰრამანმარაშსა და მიმდებარე რაიონებში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქების საკითხზე საერთაშორისო მედიის ინტერესის გათვალისწინებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ.

კერძოდ, მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოდან თურქეთში წასვლის მსურველმა ჟურნალისტებმა უნდა გააგზავნონ წერილი, ფოტოსურათი და პასპორტის ასლი შემდეგ ელ. მისამართზე: pressaccreditation@iletisim.gov.tr", - ნათქვამია თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის გადაცემები