13.12.2024 | 02:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თურქეთში 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთის ქაჰრამანმარას პროვინციაში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, მიწისძვრა ეპიცენტრი გოქსუნის რაიონში დაფიქსირდა და მიწისძვრის კერის სიღრმე 7.34 კმ იყო.

შეგახსენებთ, თურქეთში 2023 წლის 6 თებერვალს მომხდარ 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 48 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

დღის გადაცემები