13.12.2024 | 02:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თურქეთში განმეორებითი 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში დღეს თბილისის დროით 14.25 წთ-ზე განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, რომლის მაგნიტუდამ 7,5 შეადგინა. 

მიწისქვეშა ბიძგები იმავე რეგიონში მდებარეობდა, სადაც დღეს გამთენიისას პირველი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. მეორე მიწისძვრასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ჩამოინგრა რამდენიმე დაზიანებული შენობა.  

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოფიციალურად ამ დროისთვის მიწისძვრის შედეგად თურქეთში 912 ადამიანი დაიღუპა. 

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

დღის გადაცემები