13.12.2024 | 02:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თურქეთში მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით 113 პირის დაკავების ორდერი გაიცა - დაკავებული არიან სამშენებლო კონტრაქტორები

თურქეთის ოფიციალური პირების განაცხადებით, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით 113 პირის დაპატიმრების ორდერი გაიცა.

თურქეთის პოლიციამ უკვე დააკავა სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის სამშენებლო კონტრაქტორები.

მედიის ცნობით, მოსალოდნელია უფრო მეტი პირის დაპატიმრება. ამასთან, როგორც დასავლური მედია იუწყება, ზოგიერთი კრიტიკოსის თქმით, ეს მომხდარი კატასტროფისთვის პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობაა, რადგან ექსპერტები გამუდმებით აცხადებდნენ, რომ თურქეთში ბევრი ახალი შენობა უსაფრთხო არ იყო.

დღის გადაცემები