13.12.2024 | 02:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი კიდევ სამი ადამიანი გადაარჩინეს

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან მეცხრე დღეს, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანი ამოიყვანეს ცოცხლად. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

"თურქეთის სამხრეთით, 18 წლის მამაკაცი ამოიყვანეს შენობის ნანგრევებიდან. ეს დღეს მესამე გადარჩენილი სიცოცხლეა დამანგრეველი მიწისძვრიდან 198 საათის შემდეგ", - წერს გამოცემა.

მედიის ცნობით, ახლა, ჰუმანიტარული მისიების მთელი ყურადღება თურქეთსა და სირიაში ძლიერ ყინვაში უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისკენაა მიმართული. 

ბოლო მონაცემებით, თურქეთში სტიქიას 31 643 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი დაღუპულთა რაოდენობა 5 700-ს აღწევს. 

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.

დღის გადაცემები