28.06.2022 | 01:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე: "მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ განაცხადი ყოფილიყო წარმატებული, თუმცა გვესმის, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ იყო ექსპერტული, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას ჰქონდა თავისი სარჩული"

გვესმის, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ იყო ექსპერტული, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას ჰქონდა თავისი სარჩული,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, ყველამ იცის, რომ საქართველო უსწრებს, როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას.

"ობიექტური მოცემულობაა, რომ ყველა პარამეტრით, როგორც დემოკრატიის, სამართლის უზენაესობით, კორუფციასთან ბრძოლით და ეკონომიკური პარამეტრებით ვუსწრებთ, როგორც ერთ ასევე მეორე ქვეყანას. ეს არის ობიექტური რეალობა, დანარჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. შესაბამისად, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განაცხადი ყოფილიყო წარმატებული, თუმცა გვესმის, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ იყო ექსპერტული, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას ჰქონდა თავისი სარჩული",- განაცხადა კობახიძემ.

გამოქვეყნდა 5 დღის წინ  |  ნანახია 9-ჯერ
დღის გადაცემები