04.10.2022 | 04:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება "არავითარი კუთხით დღეს არ განიხილება"

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას სავიზო რეჟიმის დაწესება "არავითარი კუთხით დღეს არ განიხილება". ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და ამას საზოგადოება ხედავს.

"ორჯერ იყო აგორებული კამპანია, თითქოს რუსი ტურისტები სერიოზულ საფრთხეებს შექმნიდნენ და ორივეჯერ გამოჩნდა, რომ ეს კამპანია აბსოლუტურად უსაფუძვლო, ყალბი და ხელოვნური იყო და ჰქონდა პოლიტიკური მიზნები. ბოლომდე კონტროლქვეშ არის ვითარება. ყველა უწყება ამ კუთხით არის პასუხისმგებელი და ამ პასუხისმგებლობით გაგრძელდება მოქმედება. ეს არის ჩვენი პოზიცია.

რაც შეეხება ზოგადად საფრთხეებს, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და ჩვენ ამაზე თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ. სწორედ ამის გამო მოვუწოდებდით ყველა სუბიექტს, მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციას და შესაბამის NGO-ებს, თავი შეეკავებინათ იმ რიტორიკისგან, რომელიც ომისკენ იყო მიმართული, თავი შეეკავებინათ პროვოკაციებისგან, თუმცა, ისინი მაინც აგრძელებდნენ საკუთარ რიტორიკას, პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ჩვენთვის იყო მიუღებელი. ახლა, როდესაც ახალი მობილიზაცია გამოცხადდა, კიდევ უფრო ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საფრთხეები არ გაგვეპაროს. ომი ნახევარ წელზე მეტია გრძელდება და ჩვენი სახელმწიფო უწყებები უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, ასეც გაგრძელდება", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება. დადგენილება ითვალისწინებს დამატებით ზომებს სახელმწიფო თავდაცვის ბრძანების შესასრულებლად. პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

დღის გადაცემები