13.12.2024 | 02:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გურამ მაჭარაშვილი: "ნელ-ნელა ყველა ემიჯნება ბატონ კეზერაშვილს"

ოპოზიცია, ბრიტანული ტელეკომპანია BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, თანდათან ემიჯნება საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს, განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

ВВС აცხადებს, რომ საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან კეზერაშვილი დგას. თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლის იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. საუბარია დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის მითვისებაზე. ВВС-ის ფილმში კეზერაშვილს "ქოლ-ცენტრების" დამფუძნებლად მოიხსენიებენ და მას ახსენებენ, როგორც "მისტერ ოფშორს".

"საბოლოოდ, BBC-იმ დააგვირგვინა, რომ მან არამხოლოდ ქართული ბიუჯეტი, არამედ ევროპელი პენსიონერების ფულიც კი აიღო. ოპოზიციაშიც აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ უკვე ნელ-ნელა ყველა ემიჯნება ბატონ კეზერაშვილს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დეპუტატმა გაიხსენა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ უკვე დაამტკიცა კეზერაშვილის ბრალეულობა და ყველა, მათ შორის ოპოზიციაც, აღიარებს, რომ მან გაძარცვა თავდაცვის სამინისტრო.

 

დღის გადაცემები