13.12.2024 | 04:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თამთა მეგრელიშვილი: "კარლ ჰარცელმა ოპოზიცია ტყუილში ამხილა - კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას, ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებთან შედარებით"

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ოპოზიცია ამ ტყუილში ამხილა და განაცხადა, რომ "კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას, ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებთან შედარებით" - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"რადიკალური ოპოზიცია აწარმოებდა და აწარმოებს ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიას, თითქოს კანდიდატის სტატუსის ამ ეტაპზე არმიღების პირობებში, საქართველომ ფინანსური პრივილეგიები დაკარგა. ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ოპოზიცია ამ ტყუილში ამხილა და განაცხადა, რომ "მას შემდეგ, რაც ხდება ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება, კანდიდატის სტატუსის მიღება არის პირველი ოფიციალური ნაბიჯი გაწევრიანების პროცესში და შემდგომი წინსვლის წინაპირობა. თუმცა, კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას, ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებთან შედარებით". მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სახელმწიფოს ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები აქვს, გაწევრიანების მიზანი შეუცვლელია. ამ პროცესში სახელისუფლებო გუნდი დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობით გამოირჩევა და ყველა მოთხოვნისა და რეკომენდაციის მიმართ მაღალი პოლიტიკური მიმღებლობა გააჩნია. წარმატებები ქართულ სახელმწიფოს!"- წერს მეგრელიშვილი.

დღის გადაცემები