13.12.2024 | 02:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მიწისძვრის მსხვერპლი თურქეთსა და სირიაში ასობით ადამიანს შეადგენს - იტალიაში ცუნამის საშიშროებაა

400-ზე მეტი გარდაცვლილი და ასობით დაშავებული - ასეთია გამთენიისას მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში. 7,4 მეათედი სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები, თურქეთის დროით, დილის 4 საათისთვის ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, უძველეს ქალაქ დიარბაქირთან მოხდა. მხოლოდ თურქეთში, 170-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს რამდენიმე პროვინციაში. მიწისძვრის შედეგად 200-ზე მეტი ქალაქი დაზარალდა. დაზიანდა და დაინგრა ასობით შენობა და საცხოვრებელი სახლი. თვითმხილველთა თქმით, მიწისძვრა, დაახლოებით, ერთ წუთს გაგრძელდა.

თურქეთში მომხდარი მიწისძვრა უკვე შეაფასეს, როგორც ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი. ბიძგები იმდენად მასშტაბური იყო, რომ მეზობელ სირიაში მსხვერპლის რიცხვი 230-ს აჭარბებს. "თეთრჩაფხუტიანებმა" ქვეყნის ჩრდილო დასავლეთი კატასტროფის ზონად გამოაცხადეს. სირიისა და თურქეთის გარდა, მიწისძვრა ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელში მილიონობით ადამიანმა იგრძნო.

თურქეთის კატასტროფის სააგენტო საერთაშორისო დახმარებას ითხოვს. დახმარების სურვილი უკვე არაერთმა ქვეყანამ გამოთქვა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა.

მიწისძვრას ათობით განმეორებითი ბიძგი მოყვა, რის გამოც იტალიის მთავრობა ქვეყნის სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ცუნამის პოტენციური რისკის შესახებ აფრთხილებს.

დღის გადაცემები