13.12.2024 | 02:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: "თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება"

"თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„თურქეთი იქნება ბუნებრივი აირის ჰაბი. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე პუტინთან შევთანხმდით ამ საკითხზე. შევქმნით აქ ჰაბს რუსეთიდან მიღებული გაზით და როგორც მან {პუტინმა} თავად თქვა, ევროპას შეეძლება გაზის მიღება თურქეთიდან“, - დასძინა ერდოღანმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებში ენერგეტიკული კრიზისი იზრდება და დასძინა, რომ თურქეთს ასეთი პრობლემა არ აქვს.

გასულ კვირას, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, ერდოღანმა დახურული შეხვედრა გამართა პუტინთან, ახალი ჰაბის შექმნის იდეა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ასტანაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას გააჟღერა. 

შეხვედრის შემდეგ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა და მოსკოვი ერთობლივად იმუშავებენ თურქეთის თრაკიის რეგიონში ბუნებრივი გაზის ჰაბის მშენებლობაზე.

დღის გადაცემები