13.12.2024 | 02:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი: "თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება, ჩვენ საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ"

თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება. ჩვენ საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, ანკარას თანამშრომლობა აქვს რუსეთთან, რადგან თურქეთი დამოკიდებულია უცხოურ ენერგეტიკულ რესურსებზე.

"ჩვენ ვავითარებთ ურთიერთობებს რუსეთთან, როგორც ამას ვაკეთებთ ირანთან. უკრაინის ომის შემდეგ რუსეთს სანქციებს არ ვუწესებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი ქვეყნის ინტერესები. ვინ დაელაპარაკება რუსეთს, თუ ყველა დაანგრევს ხიდებს? ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ისეთი ხასიათისაა, რომ სანქციების დაწესება უფრო მეტად დააზარალებს თურქეთის ეკონომიკას, ვიდრე რუსეთს. ჩვენ მკაფიო პოზიცია დავიკავეთ. ამჟამად დასავლეთის ქვეყნებმაც მიიღეს ეს. თურქეთის პოზიციაზე არაფერს ამბობენ გეოპოლიტიკური მიზეზების გამო. არის პროცესი, რომელშიც ჩვენ ვახორციელებთ უკრაინის მარცვლეულის გადაზიდვას. თურქეთი ხდება საკვების გასაღები. ჩვენი ევროპელი მეგობრები კითხულობენ – "როდის იქნება ეს შეხვედრა, დაიწყება თუ არა გადაზიდვა?" ზოგიერთი მათგანი რეკავს, რომ თქვან – "მოდით, ვიყოთ ამ პროცესში", – განაცხადა იბრაჰიმ კალინმა.

დღის გადაცემები