13.12.2024 | 02:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თურქმა მუსლიმებმა შვედეთში ყურანის დაწვა გააპროტესტეს

შვედეთში ყურანის დაცვას თურქულ საზოგადოებაში შეშფოთება მოჰყვა, რის საფუძველზეც დაძაბულობა გაიზარდა ორ ქვეყანას შორის. ამის შესახებ AP NEWS-ი იტყობინება. 

დაახლოებით 250 ადამიანი შეიკრიბა სტამბოლში შვედეთის საკონსულოს წინ, სადაც დანიელი ანტიისლამისტის აქტივისტის რასმუს პალუდანის ფოტო დაწვეს.

პალუდანმა გასულ კვირას სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ისლამის წმინდა წიგნი ყურანი დაწვა, რასაც სტამბოლსა და ანკარაში პროტესტი და გაღიზიანება მოჰყვა.. 

ამასთან, თურქმა ოფიციალურმა პირებმა გააკრიტიკეს შვედეთი ყურანის დაწვისთვის. 

მომხდარს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი გამოეხმაურა. 

"ბევრისთვის წმინდა წიგნების დაწვა ღრმა უპატივცემულო ქმედებაა. მინდა თანაგრძნობა გამოვხატო ყველა მუსულმანის მიმართ, ვინც განაწყენებულია იმით, რაც დღეს სტოკჰოლმში მოხდა", - განაცხადა კრისტერსონმა. 

დღის გადაცემები