13.12.2024 | 02:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გივი მიქანაძე: "პრეზიდენტი შევიდა პოზიციაში, რომლითაც ხელს უწყობს ოპოზიციას, რომ საზოგადოებასა და პარტნიორებს აჩვენოს, თითქოს "ქართული ოცნება" დესტრუქციას ეწევა"

პრეზიდენტი შევიდა პოზიციაში, რომლითაც ხელს უწყობს ოპოზიციას, რომ საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებს აჩვენოს, თითქოს "ქართული ოცნება" დესტრუქციას ეწევა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციას უნდა კონსტრუქცია, ისინი უნდა შეუერთდნენ სამუშაო ჯგუფებს და შემოდგომის სესიაზე მოხდეს საკითხის განხილვა ისე, როგორც რეგლამენტითაა გაწერილი.

"სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი შევიდა პოზიციაში, რომლითაც ხელი შეუწყო იმ სამართლებრივად არასწორი მექანიზმის განხორციელების შესაძლებლობას, რომლითაც ოპოზიცია ცდილობს, რომ საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებს აჩვენოს, თითქოს „ქართული ოცნება“ დესტრუქციას ეწევა. პირდაპირ ვამბობ, აქ სამართლებრივად არის გამართული ევროკავშირის მოთხოვნების განხორციელებაზე მუშაობის საკითხი. მეორეს მხრივ, არანაირ ფორსირებაზე არ არის საუბარი, რადგან მხარეთა პოზიციები არ არის ცნობილი. სამუშაო ჯგუფებია შექმნილი, რომლებმაც უნდა მოამზადონ წინადადება, რომელიც გადაინაცვლებს კომიტეტზე, როგორც რეგლამენტით არის გაწერილი. მაგრამ ოპოზიციას სურს, რომ ეს პროცესი ჩააგდოს და მის მიმდინარეობას ხელი შეუშალოს. თუ მათ უნდათ კონსტრუქცია, შემოუერთდნენ სამუშაო ჯგუფებს. აგვისტოს ბოლომდე ისინი სავარაუდოდ დაასრულებენ თავის საქმიანობას და საშემოდგომო სესიაზე, რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურებს მიხედვით, იმ განრიგით, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, მზად ვართ, რომ მოხდეს როგორც საპარლამენტო, ასევე, საკომიტეტო განხილვა", - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

დღის გადაცემები