13.12.2024 | 05:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნაცმოძრაობის დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახის წევრები ხვალ, 15:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართავენ აქციას "არ შეიწყალო კრიმინალი"

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას აანონსებენ.

ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილისა და გიორგი გამცემლიძის ოჯახმა საგანგებო პრესკონფერენციაც გამართა, სადაც მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი იყო. მათ პრეზიდენტს ის განცხადება შეახსენეს, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახის წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხვალ, 15:00 საათზე შეიკრიბებიან, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მათთვის მიუღებელია.

წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ამასთან, ისინი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, შვილმკვდარ მამებს შეხვდეს და მათგან ინფორმაცია მოისმინოს.

დღის გადაცემები