13.12.2024 | 02:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - "ქართული ოცნება" დგას ევროინტეგრაციის მხარეს, რამდენიმე ოპოზიციური პარტიისგან ვხედავთ მიზანმიმართულ საქმიანობას, რათა ჩაშალონ კანდიდატის სტატუსის მონიჭება

"ქართული ოცნება" და საზოგადოება დგას ევროინტეგრაციის მხარესრაც შეეხება რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას, ისინი ფაცი-ფუცით არიან დაკავებული რათა ჩაშალონ კანდიდატის სტატუსის მონიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი ხმამაღალი განცხადებებით ქართულ საზოგადოებას აჩვენებს, რომ ისინი ევროპულები არიან, სინამდვილეში კი საქართველოს ევროაკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მოქმედებენ.

"ქართული ოცნება" არის ის პარტია, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას. ახლა უნდათ იმის თქმა, თითქოს ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შეთანხმებული. არაფერი არ იყო შეთანხმებული. "ნაციონალური მოძრაობა" რომ ყოფილიყო, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა კიდევ წლები გადაიდებოდა. ჰკითხეთ ნებისმიერი ადამიანს, ვინც ჩართული იყო წლები ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკების პროცესში. სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დამოკიდებულება, მათ შორის რეგულაციების მიმართ, იყო შემაფერხებელი ასოცირების შეთანხმების დადებისა. "ქართულმა ოცნებამ" შეძლო, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წელიწადში ეს შეთანხმება ტექსტუალურად შეთანხმება ევროკავშირთან და ხელი მოაწერა. 2020 წელს, როდესაც ჩვენ საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნად გამოვაცხადეთ განაცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობაზე, სხვა პარტიები ამას ცინიკურად ეკიდებოდნენ, ამ პერსპექტივაზე ფიქრიც კი არ უნდოდათ. დღეს ამ პარტიებს უნდათ თავი წარმოადგინონ, თითქოს არიან მოწინავე ამ კუთხით. ეს არის ჩვეულებრივი აქციონიზმი, ფაცი-ფუცი, თითქოს საკუთარი ხმამაღალი განცხადებებით აჩვენებენ ქართულ საზოგადოებას, რომ ისინი არიან ევროპულები. ჩვენ ვიცით, რომ ქართული საზოგადოება, სწორადაც რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. სწორედ ამ საზოგადოებამ "ქართულ ოცნებას" მისცა ხელისუფლების მანდატი, ეს მეტყველებს ყველაფერზე, რომ საზოგადოება და "ქართული ოცნება" დგას ევროინტეგრაციის მხარეს. რაც შეეხება რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას, ისინი ფაცი-ფუცით არიან დაკავებული, ასევე ჩვენ ვხედავთ მიზანმიმართულ საქმიანობას, რათა ჩაშალონ კანდიდატის სტატუსის მონიჭება. ყველაფერი მეორდება, ეს არის გარკვეული დეჟავუ, მეორდება იგივე, რაც იყო ვიზალიბერალიზაციის დროს. აქაც ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, ყველა გეტყვით, მათ შორის ევროკავშირში შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები, თუ როგორ ცდილობდა მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" ჩაეშალა ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის. ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ, არ მიეცათ და დღესაც სწორედ ამით არიან დაკავებული", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის გადაცემები