23.04.2024 | 02:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბრიტანეთის უმსხვილესმა სამოგზაურო ჟურნალმა Wanderlust საქართველო 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა

ბრიტანეთის უმსხვილესმა სამოგზაურო ჟურნალმა Wanderlust საქართველო 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

"Most Desirable Emerging Destination ჯილდო Wanderlust-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩს გადაეცა.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა მოგზაურობის შესახებ ამზადებს სტატიებსა და გამოკითხვებს. ყოველწლიურად, ბრიტანული გამოცემა საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს.

Wanderlust მკითხველს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში, საიტის საშუალებით ინფორმაციას უზიარებს მიმართულებების შესახებ. სოციალურ ქსელებში Wanderlust-ს 200 ათასამდე გამომწერი ჰყავს, თითოეულ მასალას კი 100 ათასამდე ადამიანი კითხულობს" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის გადაცემები