27.04.2024 | 00:16
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბიძინა გიორგობიანი: "აშშ-ის გზავნილი ასეთია – მათ სურთ, იხილონ საქართველოში მორჩილი ხელისუფლება, ჯუჯა ქვეყანა-პროვოკატორი, ერთადერთი ფუნქციით – გამოიწვიოს რუსული აგრესია კავკასიაში"

"აშშ-ის გზავნილი ასეთია – პრესის თავისუფლება ვიწროვდება, სასამართლო სისტემა კორუმპირებული მოსამართლეების ხელშია (საკუთარ ცოდვებს კი არ ახსენებენ მოსამართლეებს, – ანონიმური სანდო წყაროს ინფორმაციითო), შესაბამისად, EU-მა არ უნდა გაბედოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ასეთი ქვეყნისათვის", – წერს "ფეისბუკის" გვერდზე ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

"შედეგად, მათ სურთ იხილონ საქართველოში მორჩილი ხელისუფლება, ჯუჯა ქვეყანა-პროვოკატორი, ერთადერთი ფუნქციით – გამოიწვიოს რუსული აგრესია კავკასიაში,
პროვოცირებული რუსეთის ხელით, დესტაბილიზაცია საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში, შესაბამისად, აზია- ევროკავშირის დამაკავშირებელი ბოლო მშვიდობიანი არეალის აფეთქება.

ამავე მიზანს ემსახურებოდა არნახულ ტრაგედიაგადატანილი თურქეთის საარჩევნო პროცესში აშშ-ის ელჩის ჩარევა და აზერბაიჯან -სომხეთის კონფლიქტის გააქტიურება, მასში ირანის ფაქტორის შეტანა.

P.S. "კომისიის გასაძლიერებლად” მოსამართლეების თემას აუცილებლად გამოეხმაურება სალომე ზურაბიშვილიც და თავისი ჩიქორთული ქართულით
მოჰყვება, როგორ ცუდ დღეშია აქ სასამართლო", – აღნიშნავს გიორგობიანი.

დღის გადაცემები