26.04.2024 | 22:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გიორგი შალიკაშვილის ნახატები ნიუ-იორკში გამოიფინება
ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვრის გიორგი შალიკაშვილის ნამუშევრები ნიუ-იორკში, ჩელსის გალერეაში 27 აპრილს გამოიფინება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ექსპოზიცია ვიზუალური ხელოვნების სკოლის (School of Visual Arts) საგაზაფხულო ღია სტუდიაში გამოიფინება საგანმანათლებლო დაწესებულების შემოქმედებითი პროგრამის ფარგლებში. გიორგი შალიკაშვილი 1992 წელს თბილისში მხატვრების ოჯახში დაიბადა. მან ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო.
ხელოვანმა 2015 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. არის წინანდლის პრემიის ლაურეატი და მრავალი გამოფენის მონაწილე. გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, გიორგი შალიკაშვილის შემოქმედებაში ორიგინალური ფორმები, გადაკვეთილი სილუეტები და ფერები გულისხმობს კავშირს ადამიანის გამოცდილებასა და აბსტრაქტულ სამყაროს შორის. „გიორგი ავითარებს ვიზუალურ ენას, რომელსაც, მისი აზრით, შეუძლია გავლენა მოახდინოს გონებაზე“, – ნათქვამია გამოფენის ანონსში.
დღის გადაცემები