20.04.2024 | 01:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ცხედარი ამ დროისთვის მის საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული. სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ გაიმართება.

38 წლის ლევან სახელაშვილი მიკოლაივის ოლქში საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა.

ლევან სახელაშვილი 24-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.

დღის გადაცემები