19.04.2024 | 10:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო უწყებამ ანდრეი კასიანოვთან დღეს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ანდრეი კასიანოვთან სამუშაო შეხვედრა გააუქმა. ინფორმაციას უკრაინის საელჩო ადასტურებს. მათივე განმარტებით, შეხვედრის გაუქმების შესახებ სამინისტროდან აცნობეს, თუმცა გაუქმების მიზეზები არ დაუკონკრეტებიათ.

ცნობისთვის, როგორც ანდრეი კასიანოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინული მხარე შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. რწმუნებულის თქმით, ის ამ საკითხის დაყენებას საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ჩანიშნულ სამუშაო შეხვედრაზე აპირებდა.

როგორც კასიანოვმა აღნიშნა, უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომების მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

დღის გადაცემები