26.04.2024 | 21:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბრიტანელი ისტორიკოსი დომინიკ ლივენი: "როდესაც პატარა ქვეყანა ხარ, მთავარი სიფრთხილეა"

რეგიონის ქვეყნების უმეტესობა მეტ-ნაკლებად ღიად აფიქსირებს, ვის ბანაკშია, ვის უჭერს მხარს ამ დაპირისპირებაში. საქართველო, სამთავრობო დონეზე მაინც, იმ ქვეყანათა რიცხვშია, რომლებიც პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირებას, ე.წ. ხაზის გავლებას ერიდებიან. ამიტომ მინდა, გკითხოთ - როგორ ფიქრობთ, რა წყდება დღეს საქართველოსთვის უკრაინაში?

ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი დომინიკ ლივენი: ერთადერთი, რასაც ვიტყოდი, არის ის, რომ თუ ხარ საქართველო - პატარა ქვეყანა, და უშუალო მეზობელი რუსეთისა, და მდებარეობ უკიდურესად არასტაბილურ რეგიონში, სადაც სხვა დიდ, უფრო ძლიერ, უფრო აგრესიულ აქტორებსაც აქვთ ინტერესები, მაშინ ჭკუას უნდა მოუხმო. რომანტიზმის ფუფუნება არ გაქვს, და ხშირად არც მორალური უპირატესობის. პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებსა და უსაფრთხოებას უნდა მიხედო. და ისიც უნდა გათვალო, რა გავლენა ექნება ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ სტაბილურობაზე საგარეო პოლიტიკაში ამა თუ იმ პოზიციის დაკავებას. პირველი, რაც უნდა ისწავლო და მუდამ გახსოვდეს, როდესაც პატარა ქვეყანა ხარ - ეს სიფრთხილეა. თუ იპოვი ძლევამოსილ მოკავშირეს, რომელიც დაგიცავს, მშვენიერი, თუ არა - ფრთხილად იყავი. ამერიკელები ჯერჯერობით სანიმუშოდ იქცევიან ამ კონფლიქტში, ამერიკელი გადასახადების გადამხდელები უამრავ ფულს ხარჯავენ უკრაინის შესანარჩუნებლად. და ვფიქრობ, ბაიდენიც საზრიანად, ცივი გონებით უდგება საკითხს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვაშინგტონს აქვს ერთგვარი რეპუტაცია მოკავშირეების წაქეზებისა და მერე მათთვის მხარდაჭერაზე უარის თქმისა - როგორც, მაგალითად, უნგრეთში 1956 წელს და ნაწილობრივ საქართველოშიც 2008 წელს. ასე რომ, ყოველთვის სიფრთხილე გმართებთ, საკუთარი ინტერესებისა და თავის გადასარჩენად.

დღის გადაცემები