25.04.2024 | 23:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
უკრაინა საქართველოში ელჩს აბრუნებს

უკრაინის ხელისუფლება საქართველოში ელჩის დაბრუნებას აპირებს

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა საქართველოში ელჩად ვლადიმერ ლუკიანოვის დანიშვნას აპირებს. იგი მუშაობას, სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში დაიწყებს.

ახლა ლუკიანოვი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. საქართველოში მუშაობა მისი პირველი დიპლომატიური მისია იქნება.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი 2022 წლის 1-ელ მარტს გაიწვია. 

ელჩის გაწვევა უკრაინულმა მხარემ საქართველოს ხელისუფლების "ამორალური პოზიციით" ახსნა, რაც მათი განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და უკრაინაში მოხალისეების გაგზავნაზე უარის თქმით გამოიხატა. 

დღის გადაცემები