09.02.2023 | 01:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგად, პირველადი შეფასებით, 4000-მდე საცხოვრებელი სახლი და 300-მდე საჯარო გამოყენების შენობა დაზიანდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგად, პირველადი შეფასებით, 4000-მდე საცხოვრებელი სახლი და 300-მდე საჯარო გამოყენების შენობა დაზიანდა. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"პირველ რიგში, მინდა საქართველოს მთავრობის მიღებულ გადაწყვეტილებაზე მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მომხდარ სტიქიას ეხება. საქართველოს მთავრობამ მიმდინარე კვირაში იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზარალის ასანაზღაურებლად დამატებით თანხა გამოიყოს. ჯამში, გამოყოფილი თანხა 20 მილიონ ლარს შეადგენს. ეს თანხა განკუთვნილი იქნება სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ლიკვიდაციისთვის. პირველადი შეფასებით, ეს არის, დაახლოებით, 4000-მდე საცხოვრებელი სახლი და 300-მდე საჯარო გამოყენების შენობა-ნაგებობა.

თანხა უკვე გამოყოფილია, რაც ნიშნავს, რომ ეს სამუშაოები უკვე დაიწყება იმისდა მიხედვით, რომელ რეგიონს რა ზიანი მიადგა. თანხის ოდენობა, 20 000 000 ლარი, წინასწარი შეფასებაა. ამ ეტაპზე, აღნიშნული თანხა სრულად ჰყოფნის იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში მიყენებულ ზიანს. იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი დაფინანსება საჭირო გახდება, ბუნებრივია, ეს მიმდინარე სამუშაო პროცესში დაკორექტირდება", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, ძლიერმა ქარმა იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში არაერთი საცხოვრებელი სახლი და საჯარო დაწესებულება დააზიანა. ძირითად პრობლემას მოგლეჯილი ხეები და გადახდილი სახურავები წარმოადგენდა.

დღის გადაცემები