13.12.2024 | 02:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
PACE-ს თანამომხსენებლები - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, რათა განახორციელონ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტი

საქართველო გზაჯვარედინზეა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, განზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა განახორციელონ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოიპოვოს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების, კლოდ კერნისა და ედიტ ესტრელას განცხადებაშია აღნიშნული.

"საქართველო ევროპული ქვეყანაა, ქართველები ევროპელები არიან. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 1999 წელს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე ხაზგასმით აღნიშნა: "მე ვარ ქართველი და ამიტომ ვარ ევროპელი." ჩვენ, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხზე, ყოველთვის სრულად ვუჭერთ მხარს და დაუღალავად ვმუშაობთ ევროპის ინსტიტუციურ ჩარჩოში ქვეყნის სრულ ინტეგრაციაზე. საქართველო და მისი მოქალაქეები ამას იმსახურებენ. ბევრი რეფორმა განხორციელდა მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროსაბჭოში გაწევრიანდა და მიღწეულია კარგი პროგრესი ქვეყნის დემოკრატიული და კანონის უზენაესობის ინსტიტუტების ფუნქციონირების ევროპულ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით", - აცხადებენ თანამომხსენებლები.

ამავე დროს, თანამომხსენებლებმა გამოთქვამენ სერიოზული შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივის ამ მნიშვნელოვან მომენტში რეფორმების პროცესი აშკარად შეფერხებულია.

"საქართველო გზაჯვარედინზეა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, განზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა განახორციელონ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოიპოვოს", - აცხადებენ თანამომხსენებლები.

ისინი ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნული 12 პრიორიტეტი ახალი არ არის ქვეყნისთვის. ისინი დიდწილად ემთხვევა რეფორმების პრიორიტეტებს, რომლებიც ასახულია ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ. ამ რეზოლუციაში ასამბლეამ აჩვენა, რომ ფუნდამენტური პრიორიტეტია პოლიტიკურ გარემოში უკიდურესი პოლარიზაციის მოგვარება. "ამ პოლარიზაციის გადაჭრა მთლიანად დამოკიდებულია ყველა პოლიტიკური ძალის, უმრავლესობის და ოპოზიციის თანაზომიერ პოლიტიკურ ნებაზე, შეცვალონ თავიანთი ქცევა და დამოკიდებულებები”, - აცხადებენ თანამომხსენებლები.

ამ კონტექსტში თანამომხსენებლები გმობენ მზარდ თავდასხმებს, ხშირად ანონიმური აქტორების მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ მათი ერთგულების ეჭვქვეშ დაყენებით, რამაც, შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას.

"აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არსებობს საქართველოში, აუცილებელია კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მტკიცედ დაგმოს და სადაც საჭიროა გამოიძიონ ეს თავდასხმები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ ორგანიზაციების გაჩუმებას და სტიგმატიზაციას", - აცხადებენ თანამომხსენებლები.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა საქართველოს 27-29 მარტს სტუმრობდნენ.

დღის გადაცემები