13.12.2024 | 02:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვატიკანში, სიქსტის კაპელაში, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ისტორიული კონცერტი გაიმართა

ვატიკანში, სიქსტის კაპელაში, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ისტორიული კონცერტი გაიმართა.

მას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ესწრებოდნენ.

კონცერტის დაწყებამდე, სიქსტის კაპელაში შეკრებილებს სიტყვით წმიდა საყდრის ქრისტიანთა ერთიანობის ხელმშემწყობი კომისიის პრეზიდენტმა, კარდინალმა კურტ კოხმა მიმართა. ისტორიულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვა კარდინალებიც.

ყოვლადწმინდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

კონცერტის ბოლოს, "ავე მარია" საპატრიარქო გუნდთან ერთად სიქსტის კაპელას გუნდმა შეასრულა.

Vatican News-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთ ცოდნა ხელს უწყობს ურთიერთდაფასებასა და უფრო მეგობრული ურთიერთობების განვითარებას.

თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა საპატრიარქო გუნდი, 29 ივნისს, წმ. პეტრეს ბაზილიკაში, პაპ ფრანცისკესა და ვატიკანში ვიზიტად მყოფი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის თანდასწრებით, ქართულ საგალობლებს კვლავ შეასრულებს.

საპატრიარქო გუნდი ვატიკანში რომის პაპის მიწვევით 23 ივნისს გაემგზავრა.

ცნობისთვის, სიქსტის კაპელა რომის პაპის ოფიციალურ რეზიდენციაში - სამოციქულო სასახლეში მდებარეობს. ისაა ადგილი, სადაც პაპის კონკლავი იმართება. სიქსტის კაპელა მსოფლიოში ცნობილია მიქელანჯელოს ფრესკით ,"განკითხვის დღე".

დღის გადაცემები