13.12.2024 | 03:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

სანქციები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ირანის ხელისუფლების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამოა მიღებული. კონკრეტულად ვის წინააღმდეგ დაწესდება სანქციები, დოკუმენტში დაკონკრეტებული არ ყოფილა, მაგრამ აღნიშნულია, რომ ის შეეხება ადამიანებს, რომლებიც დემონსტრანტების რეპრესიებით არიან დაკავებულები.

"ევროკავშირი გმობს სრულიად არაპროპორციულ ძალას, რასაც ქვეყნის ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს" - წერია განცხადებაში.

შეხვედრაზე ირანის ბირთვულ პროგრამაზეც იყოს საუბარი. 

დღის გადაცემები