13.12.2024 | 02:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მხოლოდ დე ბრუინი და მესი ასწრებენ - კვარაცხელია ასისტენტების სამეულშია

ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა 12 შედეგიანი გადაცემა, ლიონელ მესიმ - 14

იტალიის "ნაპოლის" ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ხუთი წამყვანი ლიგის საუკეთესო ასისტენტების (საგოლე გადაცემების ავტორების) სამეულშია – ინფორმაციას Transfermarkt-ის იტალიური ბიუროს გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოცემა siamoilnapoli აქვეყნებს. საგოლე გადაცემების ავტორების სიაში კვარაცხელიას უწრებენ კევინ დე ბრუინი (Kevin De Bruyne) "მანჩესტერ სიტიდან" 16 პასით და ლიონელ მესი "პარი სენ-ჟერმენიდან", რომელმაც 14 პასი შეასრულა.

"მისი თანაგუნდელების მიერ გატანილი ბევრი გოლი მისი გადაცემების შედეგად გავიდა. ამ კომპონენტით "ნაპოლის" ქართველი მოთამაშე ევროპის წამყვანი ჩემპიონატების საუკეთესო ასისტენტებში მოხვდა. სია Transfermarkt-მა შეადგინა. კვარაცხელიას 12 საგოლე გადაცემა დაუგროვდა", - წერს Siamoilnapoli.

გარდა ამისა, სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიამ უკვე 12 გოლი გაიტანა და ის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელების ათეულში შედის. "სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" შესანიშნავ სეზონს ატარებს. ის გულშემატკივრებს და ინსაიდერებს მთელ მსოფლიოში აგიჟებს. ქართველ ტალანტს დღემდე 12 გოლი აქვს გატანილი და ნეაპოლიტანური კლუბის წარმატებული თამაშის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია", - წერს გამოცემა.

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" 2022 წლის ივნისში ბათუმის "დინამოდან" გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში კვარა სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშედ სამჯერ დასახელდა – აგვისტოში, თებერვალში და მარტში. ხოლო "ატალანტასთან" მატჩში მის მიერ გატანილი გოლი მარტის საუკეთესო გოლად იქნა აღიარებული.

დღის გადაცემები