დღის სიახლეები

Daily Mail: "ხვიჩა კვარაცხელიამ "მანჩესტერ სიტის" ყურადღება მიიპყრო"
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ინგლისური გრანდის, "მანჩესტერ სიტის" ყურადღება მიიპყრო. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
"ნაპოლი" იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძვის, რაც მათთვის დიეგო მარადონას დროს მოგებული ტიტულის შემდეგ ჯერჯერობით შეუსრულებელ ამოცანად რჩება. შემტევი პოტენციალით სავსე გუნდში კვარაცხელია თავისი უშიშარი სტილის დამსახურებით გამორჩეულია - როგორც სერია A-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ "ნაპოლიმ" კვარაცხელია შედარებით დაბალ ფასად შეიძინა "დინამო ბათუმიდან", მოსალოდნელია, რომ ნეაპოლური კლუბისთვის ქართველის გაყიდვა საკმაოდ სარფიანი გარიგება იქნებოდა", - წერს Daily Mail-ი.
მსგავსი