13.12.2024 | 02:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შალვა პაპუაშვილი: "დღეისათვის "ნაციონალური მოძრაობა" არის კლანჭების გარეშე და როგორც კი მიიღებს ძალაუფლებას, თავის კლანჭებს კიდევ ერთხელ გამოაჩენს"

ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, რომლითაც გერმანიის სასამართლოს მიმართეს, რომ არ დაუშვან გირგვლიანის საქმეში გასამართლებული კუდ- ის ყოფილი მაღალჩინოსნის საქართველოსთვის გადმოცემა.

პაპუაშვილის თქმით, ასეთი ფაქტები საზოგადოებაში კიდევ ერთხელ აღვიძებს იმ ემოციებს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდთან არის დაკავშირებული.

"ეს ახსენებს საზოგადოებას იმ ავტორიტარიზმს, რეპრესიებს, ადამიანის უფლებების დარღვევებს, რაც მაშინ არსებობდა და ამავე დროს, "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი დამოკიდებულება და ასეთი მიმართვები საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ არაფერი შეცვლილა "ნაციონალური მოძრაობის" არსში. მეთოდები, რომელიც მათ ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანების დათრგუნვის, ოპოზიციაშიც იყენებენ ახლა ამ მეთოდებს სოციალური თუ სხვა მედიით ადამიანების დათრგუნვისა თუ გაჩუმებისთვის,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობა" გერმანიის სასამართლოს მიმართავს, სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის გერონტი ალანიას საქართველოში ექსტრადირებაზე უარი თქვან. "რუსთავი 2"- ის ცნობით, პარტია მიუნხენის უმაღლეს რეგიონალურ სასამართლოს მიმართავს და ექსტრადიციაზე უარის თქმის საჭიროების არგუმენტად საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება მოჰყავს.

 

დღის გადაცემები