13.12.2024 | 04:07
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მედია - ფინეთის პრემიერი შესაძლოა ევროკომისიის ხელმძღვანელად დაინიშნოს

ევროპარლამენტი სერიოზულად განიხილავს ფინეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის, ევროკომისიის ახალ ხელმძღვანელად დანიშვნის შესაძლებლობას, - ამის შესახებ უკრაინული მედია ფინურ გამოცემაზე Maaseudun Tulevaisuus-ზე დაყრდნობით წერს.

ფინეთის მთავრობის ამჟამინდელ მეთაურს კარგი რეპუტაცია აქვს, ის არ არის გახვეული საეჭვო საქმეებში. სანა მარინი ევროპის მთავრობის მეთაურის პოსტზე ოპტიმალური კანდიდატია, განსაკუთრებით ევროკომისიის სტრუქტურების ირგვლივ ბოლოდროინდელი კორუფციული სკანდალების ფონზე.

როგორც ფინური მედია იუწყება, სანა მარინის რუსეთის მიმართ ხისტი პოზიცია აქვს და ლიბერალური ღირებულებებით გამოირჩევა, რის გამო შესაძლოა, მისი კანდიდატურა სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვისაც მისაღები გახდეს.

"პარლამენტში და ზოგადად ბრიუსელში მარინი ითვლება განსაკუთრებულ პოლიტიკურ სუპერვარსკვლავად, რომელიც არ ასოცირდება სკანდალებთან და, ასევე, პოპულარულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით უკრაინის შესახებ მისი განცხადებების გამო", - განუცხადა გამოცემას თანამოსაუბრემ, რომელიც დაახლოებულია ევროკომისიასთან.

ამავდროულად, თავად სანა მარინს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი გავრცელებული ინფორმაციის შესახებ.

დღის გადაცემები