13.12.2024 | 02:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გია ვოლსკი: "მიხეილ სააკაშვილი ისეთ სიაში იმსახურებს მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, რომელთაც წამებასა და ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევაში მიიღეს მონაწილეობა"

თავად მიხეილ სააკაშვილი, საკუთარი მმართველობიდან გამომდინარე, ნებისმიერი სახის ისეთ სიაში მოხვედრას იმსახურებს, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, რომელთაც წამებასა და ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევაში მიიღეს მონაწილეობა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააკაშვილი დამნაშავეა არა მხოლოდ იმ მუხლებით, რაც მას სისხლის სამართლის წესით წაუყენეს, არამედ დამნაშავეა სადისტური მმართველობის ჩამოყალიბებისთვის.

"სწორედ ეს რეალობა რომ გადაიფაროს, ახალი "მაგნიტსკის სიის" შექმნის ინიციატივა მოიგონეს.

სადისტური და დანაშაულებრივი მმართველობის სისტემის ავტორი სააკაშვილი გაუტოლეს ადამიანს, რომელიც ნამდვილად ეწამა და სიცოცხლე რეჟიმთან ბრძოლაში დაკარგა - გაუტოლეს იმ ადამიანს, რომელსაც წუთითაც კი არასდროს ჰქონია ფიქრი იმაზე, რომ ვინმეს უფლებები დაერღვია. თავად იყო რეჟიმის მსხვერპლი.

ასეთი ფანდებითა და პიარ ნაბიჯებით სურთ, რომ საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის გადაცემები