13.12.2024 | 03:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
Financial Times: "ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასზე შეთანხმებას ვერ ახერხებს"

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეათე თვეს რუსული ნავთობის ფასის განხილვის გამო ევროკავშირის ქვეყნები ჩიხში მოექცნენ. 

The Financial Times-ის ცნობით,  ევროკომისია ითხოვს ბარელზე ნავთობის ფასის 65 დოლარის დაწესებას, ხოლო პოლონეთი და ზოგიერთი სხვა ქვეყანა დაბალ ფასს ითხოვს. 

პოლონეთი ამტკიცებს, რომ ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ზღვარი 65 დოლარი ბარელზე არის უკიდურესად მაღალი რუსული ნავთობის წარმოების რეალურ ღირებულებასთან შედარებით. 

პოლონეთი ამტკიცებს, რომ ქვედა ზღვარი საჭიროა რუსეთის ნავთობის შემოსავლების შესამცირებლად. ამავდროულად, კვიპროსს, მალტას და საბერძნეთს სურთ უფრო მაღალი ფასის დაწესება, რადგან სურთ რუსეთთან ნავთობით ვაჭრობა შეინარჩუნონ. 

დღის გადაცემები