13.12.2024 | 02:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვლადიმერ ბოჟაძე: "ორი გვამი მჭირდება" ვანომ მიზანს 7-8 მარტის აქციებით ვერ მიღწია, თუმცა ნათლად გამოჩნდა სისხლიანი სისტემის მიზანი- რევოლუციით ხელისუფლების შეცვლა, მეორე ფრონტი და ომი რუსეთთან"

"ორი გვამი მჭირდება" ვანომ მიზანს 7-8 მარტის აქციებით ვერ მიღწია, თუმცა ნათლად გამოჩნდა სისხლიანი სისტემის შემოქმედის და შემსრულებლის მიზანი: თბილისის სისხლიანი მაიდანი", – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთ ინტერვიუს.

როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, დღეს მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი საქართველოს მოსახლეობას: ან საქართველოს განადგურება და 30 წლით უკან დაბრუნება ან ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და წინსვლა! არჩევანი თქვენზეა!"- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

,,ორი გვამი მჭირდება" ვანომ მიზანს 7-8 მარტის აქციებით ვერ მიღწია, მიზანს მიაღწია ახალგაზრდობამ რომელსაც მოუსმინა ხელისუფლებამ და კანონპროექტი გაიწვია.

თუმცა ნათლად გამოჩნდა სისხლიანი სისტემის შემოქმედის და შემსრულებლის მიზანი: თბილისის სისხლიანი მაიდანი, რევოლუციით ხელისუფლების შეცვლა, მეორე ფრონტი და ომი რუსეთთან, საქართველოს კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის დაკარგვა და სახელმწიფოს განვითარების შეფერხება, ზუსტად ის რაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება რუსეთს! 2012 წლის მერე, გარდა იმისა, რომ ფაქტობრივად ფაშისტური რეჟიმი ხალხთან ერთად მოვიშორეთ, უკვე მე-11 წელია უზრუნველვყოფთ ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას, ბოლო 1 წელია, რუსეთ-უკრაინის ომის გამო კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას, ამის გარეშე ხომ შეუძლებელია ეკონომიკური განვითარება.

დღეს მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი საქართველოს მოსახლეობას: ან კეზერაშვილის და მერაბიშვილის გეგმის განხორციელება ან ,,ქართული ოცნების" პოლიტიკის მხარდაჭერა, ან ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუცია ან სტაბილურობა, ან მეორე ფრონტი და ომი ან მშვიდობა, ან საქართველოს განადგურება და 30 წლით უკან (სამოქალაქო ომი, უშუქობა, უგაზობა, ეკონიმიკური კოლაფსი შიმშილი) დაბრუნება ან ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და წინსვლა! არჩევანი თქვენზეა!"- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

დღის გადაცემები