13.12.2024 | 02:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე: "ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის ერთადერთი პრინციპული განსხვავებაა ის, რომ ბრეივიკმა შეიწირა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე და სააკაშვილმა შეიწირა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე"

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლიკობახიძის განცხადებით, ერთადერთი პრინციპული განსხვავება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ანდერს ბრეივიკს შორის არის ის, რომ ბრეივიკმა "მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა".

კობახიძემ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების დაცვის დარგში ჯილდოს მინიჭება ცინიკურად შეაფასა.

"ეს არის, რა თქმა უნდა, ცინიზმი. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ანიჭებს ამ ჯილდოს, როდესაც ნორვეგიაში ადამიანის უფლებების დარგში ენიჭება ჯილდო მიხეილ სააკაშვილს, ეს არის უბრალოდ ცინიზმი. რაც შეეხება ბრეივიკთან შედარებას, მე ერთ რამეს ვიტყოდი, პრინციპული განსხვავება ერთადერთია ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის, ბრეივიკმა შეიწირა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე და სააკაშვილმა შეიწირა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ციხეებში, აგვისტოში და ა.შ. ეს არის ერთადერთი პრინციპული განსხვავება ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კობახიძის განცხადებით, ის ცდილობს დაიკლოს წონაში, რის გამოც მისი ოჯახის წევრებს მიაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები. მან სააკაშვილის ოჯახის წევრებს მოუწოდებს არ წაახალისონ მისი თვითდაზიანება.

"მიხეილ სააკაშვილის მიზანია დაიკლოს წონაში, ამიტომ შეაქვთ მასთან ოჯახის წევრებს დაბალი კალორაჟის საკვები. ეს არის უბრალოდ კატასტროფა. მე მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები და არ წაახალისონ ეს თვითდაზიანება, რომელსაც ახორციელებს მიხეილ სააკაშვილი. თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების მიზეზი",- განაცხადა კობახიძემ.

დღის გადაცემები