13.12.2024 | 02:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გია ვოლსკი: "ნაცმოძრაობის" და რადიკალური ოპოზიციის სიმბოლო გახდა "მოლოტოვის კოქტეილი" და რჩება ყავარჯნიანი კაცი

"ნაცმოძრაობის" და რადიკალური ოპოზიციის სიმბოლო გახდა "მოლოტოვის კოქტეილი" და რჩება ყავარჯნიანი კაცი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას დაძაბულობის შექმნა და ხელისუფლების მონსტრად წარმოჩენა სურს, თუმცა, აქციებზე "მათთვის სამწუხაროდ, სისხლი არ დაიღვარა, არავინ არ მოკვდა". ჟურნალისტების კითხვაზე, რომ კონკრეტულმა პირმა მარტის აქციებზე მხედველობა დაკარგა, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ "ზოგადად, სიტუაციას უნდა გადავხედოთ".

"გადავხედოთ სიტუაციას ზოგადად, ამ მხედველობის დაკარგვაზეც გარკვეული შეკითხვები არსებობს, მაგაზე არ არის, პიროვნებებზე ნუ გადაგვაქვს საქმე - სიკვდილის მოთხოვნა, ორი გვამის მოთხოვნა დღის წესრიგშია, სიმბოლო "ნაცმოძრაობის" და რადიკალური ოპოზიციის გახდა "მოლოტოვის კოქტეილი" და კვლავ რჩება ყავარჯნიანი კაცი, ეს არის სიმბოლო და ამას ვერაფერი შეცვლის მიუხედავად ათასგვარი მცდელობისა,"- განაცხადა ვოლსკიმ.

დღის გადაცემები