13.12.2024 | 02:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროკომისია: "საქართველომ უნდა გაზარდოს ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურები სრულად უნდა შეუსაბამოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს"

საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომები კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, – ამის შესახებ აღნიშნულია დასავლეთ ბალკანეთისა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ ევროკომისიის მეხუთე ანგარიშში, სადაც საუბარია საქართველოს მიერ შესრულებულ კრიტერიუმებზე და გაწერილია ახალი რეკომენდაციები.

"მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომები კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად.

თუმცა, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა სავიზო პოლიტიკის, ფულის გათეთრებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. კერძოდ, ეს საკითხები შემდგომ გადაწყვეტას საჭიროებს:

ა) საქართველოს სავიზო პოლიტიკის გათანაბრება ევროკავშირის იმ მესამე ქვეყნების სიასთან, რომელთაც ევროკავშირში ვიზა სჭირდებათ. განსაკუთრებით იმ მესამე ქვეყნებს, რომლებიც უკანონო მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროკავშირისთვის რისკს წარმოადგენენ.

ბ)წევრ ქვეყნებში თავშესაფრის დაუსაბუთებელი განაცხადების საკითხის მოგვარება; უვიზო რეჟიმის შესახებ მორგებული საინფორმაციო კამპანიების წარმოების გაგრძელება მიგრანტთა მიზნობრივი ჯგუფებისთვის, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათთვის, ვინც უფლებამოსილ პერიოდს აჭარბებს. ასევე, ვინც თავშესაფრის მინიჭებაზე უსაფუძვლო განაცხადს აკეთებს.

გ) გაზარდოს ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, კერძოდ, ფართომასშტაბიანი ინტერესების როლისა და ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში მათი გავლენის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და კოორდინაციის გაძლიერებით, ასევე მათთვის საჭირო რესურსებით.

დ) დაასრულოს მუშაობა ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაზე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ.

ე) გააძლიერეთ ძალისხმევა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, განსაკუთრებით იმ ქსელებთან, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირში ოპერაციებთან.

ვ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურების სრულად შეუსაბამოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და მიიღოს და განახორციელოს კანონმდებლობა, რომელიც აფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კეთილსინდისიერებასა და საქმიანობას.

ზ) უზრუნველყოს მონაცემთა დაცვის ორგანოს დამოუკიდებლობა.

ანგარიში ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება.

დღის გადაცემები