13.12.2024 | 02:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
Reuters - თურქეთის პარლამენტი გეგმავს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება, შვედეთისგან დამოუკიდებლად, თურქეთში 14 მაისს დაგეგმილ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოახდინოს

თურქეთის პარლამენტი გეგმავს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება, შვედეთისგან დამოუკიდებლად, თურქეთში 14 მაისს დაგეგმილ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოახდინოს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს ორმა თურქმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

მედიის ცნობით, თურქეთის საკანონმდებლო ორგანო ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებას, დიდი ალბათობით, მანამ მოახდენს, სანამ პარლამენტი აპრილის შუა რიცხვებში არჩევნებისთვის დაიხურება.

ამასთან, მედია ფინეთის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო 16-17 მარტს თურქეთს ეწვევა. ის თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ნატო-ში გაწევრიანებისა და სხვა საკითხების განსახილველად შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააკეთეს, მაგრამ თურქეთის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდნენ. ანკარა ამტკიცებს, რომ აღნიშნული ორი ქვეყანა "ტერორისტული დაჯგუფებების წევრების თავშესაფარია". ამასთან, თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ფინეთზე მეტად შვედეთის გაწევრიანების წინააღმდეგები არიან. თურქეთსა და შვედეთს შორის ურთიერთობა მიმდინარე წლის იანვარში მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ულტრამემარჯვენე პარტიის მიერ ორგანიზებული აქციების დროს სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოსთან ყურანი დაწვეს. ცნობისთვის, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებისთვის ნატო-ს 30-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა

დღის გადაცემები