13.12.2024 | 02:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე: "არავინ დაუშვებს , რომ სასამართლოზე „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლი თუნდაც მინიმალური დოზით აღდგეს"

"რა თქმა უნდა, საქართველოში არავინ დაუშვებს იმას, რომ სასამართლოზე "ნაციონალური მოძრაობის" კონტროლი თუნდაც მინიმალური დოზით აღდგეს", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საუბრის დროს განაცხადა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, "კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" მიერ სასამართლოსთან დაკავშირებით კომისიის შექმნას ვერ განიხილავენ".

"ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური "ნაცმოძრაობას". 

ეს კონკრეტული ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ სასამართლო სისტემაზე კონტროლი დაკარგეს. ვგულისხმობ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი 18 აპრილს კვორუმის არარსებობის გამო ჩავარდა.

სხდომას 51 დეპუტატი ესწრებოდა, ხოლო საკითხის განსახილველად 76 ხმა იყო საჭირო.

დღის გადაცემები