13.12.2024 | 02:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ფინეთის პრემიერი: "NATO-ში გაწევრიანება შვედეთთან ერთად გვინდა და არა ცალკე"

ფინეთის პრემიერ მინისტრის, სანა მარინის განცხადებით, მისი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ NATO-ში შვედეთთან ერთად შევიდნენ. 

"ფინეთმა და შვედეთმა ერთად შეიტანეს განაცხადი "ნატოში" გაწევრიანებაზე და ყველა დაინტერესებულია, რომ ჩვენ ერთად გავწევრიანდეთ. ორივე ქვეყანა ყველა კრიტერიუმთან შესაბამისობაშია. ჩვენ გვინდა, რომ თურქეთმა და უნგრეთმა სწრაფად მოახდინონ ჩვენი განაცხადის რატიფიცირება. არსებობს ძალიან წონიანი მიზეზები, რის გამოც განაცხადი ერთად შევიტანეთ და რის გამოც გვაქვს იმედი, რომ "ნატოს" წევრები ერთდროულად გავხდებით", - აცხადებს სანა მარინი.

როგორც ცნობილია, "ნატოში" ახალი სახელმწიფოს მისაღებად ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. თურქეთი კი ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში შვედეთის გაწევრიანებას მხარს არ უჭერს, რისი უმთავრესი მიზეზიც შვედეთის დადანაშაულებაა იმ ორგანიზაციების მხარდაჭერაში, რომლებიც თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებებად არიან გამოცხადებული.

დღის გადაცემები