26.04.2024 | 20:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ავსტრიის კანცლერი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობისთვის მზადაა

ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის განცხადებით, ის მზად არის გააგრძელოს დიალოგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, თუ ეს ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის დასრულებას.

"ჩვენ ვართ ნეიტრალური ქვეყანა, გვაქვს სპეციალური სტატუსი ევროკავშირში და ამ მიზეზით ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულება. თუმცა, ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია ჰუმანიტარული დერეფნების, ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დანაშაულების ობიექტური გამოძიებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.

კანცლერმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ავსტრიული მხარე ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს ომთან დაკავშირებულ საკითხებში. თუმცა, ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით ვენას მკაფიო პოზიცია აქვს.

"აუცილებელია ჰუმანიტარული დერეფნები, ცეცხლის შეწყვეტა და ომის დანაშაულების სრული გამოძიება", - აღნიშნა ნეჰამერმა.

დღის გადაცემები