27.04.2024 | 05:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი ავსტრიაში თუ ჩავა, მას დააკავებენ

ვლადიმერ პუტინს დააკავებენ, თუ ის ავსტრიაში ჩავა, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება.

"კანონზე მაღლა არავინ დგას, ყველა დანაშაული უნდა იყოს გაშუქებული და არ შეიძლება, რომ დაუსჯელი დარჩეს", – აღნიშნულია განცხადებაში.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ავსტრია, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ვალდებულია, განახორციელოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

"ეს ნიშნავს სასამართლოს მიერ გამოტანილი დაკავების ორდერის მიხედვით ძებნილის დაკავებას. რა თქმა უნდა, ეს ეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც", – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან ერთად, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი აზრით, პუტინი არ წავა ამ რისკზე და არ ჩავა იმ 123 ქვეყანაში, სადაც სასამართლოს მიერ დადგენილი დაკავების ორდერი მოქმედებს.

დღის გადაცემები