09.02.2023 | 00:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: "შვედეთი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენ მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს"

შვედეთი არ უნდა მოელოდეს, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს მის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის განცხადება სტოკჰოლმში რამდენიმე დღის წინ ქურთი მომიტინგეების მიერ საპროტესტო აქციაზე ყურანის დაწვას მოჰყვა.

"შვედეთი არ უნდა მოელოდეს ჩვენგან ნატო-სთან დაკავშირებით მხარდაჭერას. გასაგებია, რომ ისინი, ვინც ჩვენი ქვეყნის საელჩოს წინ ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა, მათ განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენგან კეთილგანწყობას ვეღარ დაელოდება", - აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოფიციალური განაცხადა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მაგრამ მას გაწევრიანებისთვის ალიანსის ყველა წევრის, მათ შორის თურქეთის, მხარდაჭერა სჭირდება.

დღის გადაცემები