08.02.2023 | 23:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ფინეთი შვედეთისგან დამოუკიდებლად ნატოში გაწევრიანებას არ გამორიცხავს

ფინეთი აღარ გამორიცხავს, ​​რომ ნატოში გაწევრიანება შვედეთისგან დამოუკიდებლად დასრულდეს, რადგან სტოკჰოლმსა და ანკარას შორის დაძაბულობა სულ უფრო და უფრო ღრმავდება. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ განაცხადა. 

მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტია ფინეთი და შვედეთი ერთად შეუერთდნენ ალიანსს. 

ამავდროულად, მან აღიარა, რომ ჰელსინკიმ შესაძლოა, გაწევრიანების პროცესის ცალკე დასრულებაზე იფიქროს, თუ შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაცია დიდხანს გაჭიანურდება.

როგორც ცნობილია, მხოლოდ ორ ქვეყანას - უნგრეთსა და თურქეთს ჯერ არ აქვს რატიფიცირებული ფინეთისა და შვედეთის განაცხადები.

შვედეთში ანტითურქული ქმედებების გამო ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. სტოლკჰოლმში აქციაზე ყურანი საჯაროდ დაწვეს, რასაც თურქეთის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. 

დღის გადაცემები