13.12.2024 | 02:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ერდოღანი: "თურქეთი დადებითად უყურებს ფინეთის განაცხადს ნატოში გაწევრიანების შესახებ, თუმცა მხარს არ უჭერს შვედეთის განაცხადს"

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დადებითად უყურებს ფინეთის განაცხადს ნატოში გაწევრიანების შესახებ, თუმცა მხარს არ უჭერს შვედეთის განაცხადს.

„ჩვენი პოზიცია ფინეთის მიმართ დადებითია, თუმცა შვედეთის მიმართ დადებითი არ არის. შვედეთი ამ ეტაპზე არც უნდა შეწუხდეს. ჩვენ თანხმობას არ მივცემთ ნატოში გაწევრიანებაზე მათ განაცხადს, სანამ ისინი ყურანის დაწვას დაუშვებენ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

31 იანვარს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ვიდრე ფინეთი და შვედეთი ვალდებულებებს არ შეასრულებენ, თურქეთის პარლამენტი არ მოახდენს ნატოში მათი გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას.

23 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთი არ უნდა ელოდოს თურქეთის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების საკითხში მას შემდეგ, რაც სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა, მათ შორის ყურანის ასლი დაწვეს.

18 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესის შეჩერება შეუძლია, თუ სტოკჰოლმი და ჰელსინკი საჭირო ნაბიჯებს არ გადადგამენ.

30 ივნისს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა თურქეთისთვის მიცემული დაპირებები უნდა შეასრულონ, მათ შორის ოფიციალური სტოკჰოლმის დაპირება 73 „ტერორისტის“ ექსტრადირებაზე.

დღის გადაცემები