13.12.2024 | 02:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
იბრაჰიმ კალინი: "თუ შვედეთს ნატოში გაწევრიანება სურს, მთავრობამ მკაფიოდ უნდა დაანახვოს ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომ შვედეთი აღარ არის მათთვის უსაფრთხო ადგილი"

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, იბრაჰიმ კალინის განცხადებით, თურქეთის გადაწყვეტილება ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე დამოკიდებულია, რამდენად სწრაფად შეასრულებს შვედეთი თავის პირობას ტერორიზმის საწინააღმდეგო ცვლილებების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

"მართალია, შვედეთი ყველანაირად ცდილობს შეთანხმების პირობების შესრულებას, რომელსაც გასულ წელს, მადრიდში მოეწერა ხელი, მაგრამ კიდევ 6 თვე სჭირდება იმისთვის, რომ ტერორიზმის განმარტებაზე ცვლილებები კანონში ასახოს. თუ მათ ნატოში გაწევრიანება სურთ, შვედეთის მთავრობამ მკაფიოდ უნდა დაანახვოს ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომ შვედეთი აღარ არის მათთვის უსაფრთხო ადგილი. ჩვენ დროში შეზღუდულები ვართ", - აღნიშნა კალინმა პრესკონფერენციაზე. 

დღის გადაცემები